სოფელ ბაკურციხეში 30-ე უბნიდან ორი დამკვირვებელი გამოაძევეს
ხმაური იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში განთავსებულ 30-ე უბანზე. საარჩევნო უბნი ორი პარტიის წარმომადგენელს დაატოვებინეს.
,,ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა ვარდოშვილის თქმით, უბნიდან პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა გამოაძევეს. ასევე საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, უბანი დაატოვებინეს ,,ლელოს” წარმომადგენელსაც.
,,ამომრჩეველს აღნიშნულ უბანზე სთხოვეს არჩევანის გასაჯაროვება. გვაჩვენე ვის მიეცი ხმაო. ეს ფაქტი გააპროტესტა უბანზე ჩვენმა წარმომადგენელმა და გამოაძევეს. მსგავსი ფაქტები გურჯაანის სხვა საარჩევნო უბნებზეც მსგავსი პრობლემაა”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ვარდოშვილმა.
გურჯაანის მე-9 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, აღნიშნული პირები ხელს უშლიდნენ საუბნო საარჩევნო კომისიას საქმიანობაში.
,,ვიცი ამ ფაქტის შესახებ, კომისიის თავმჯდომარეებთან მქონდა კომუნიკაცია და და მათ თქვეს, რომ აღნიშნული პირები საქმიანობასა და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ამის გამო კომისიამ მიიღი აღნიშნული პირების უბნიდან გამოძევების გადაწყვეტილება”,– განუცხადა knews.ge-ს მაია ჩუთლაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური