ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება
რადიო ,,კახეთის ხმის” ეთერში საარჩევნო საკითხებზე გადაცემა პირდაპირ ეთერში გავიდა.
საარჩევნო გადაცემათა ციკლი ეთერში გადის კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 17 საათზე. გადაცემების მოსმენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რადიოს და ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში, ასევე მოგვიანებით შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ჩვენ საინფორმაციო პორტალზე knews.ge ზე.
კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მერობის 21 კანდიდატი იყო. აქედან 20 მამაკაცი და ერთი ქალი.
რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში შექმნილი იყო 317 უბანი, საიდანაც ყველაზე მეტი თელავში, ხოლო ყველაზე ნაკლები დედოფლისწყაროშია.
მუნიციპალიეტეტის მერის 7 სავარძელს მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატები დაიკავებენ.
ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატებმა, მოქმედმა მერებმა ჯონდო მდივნიშვილმა 70% და ნიკოლოზ ჯანიაშვილმა 69% მიიღეს.
გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი – 60.5%
ახმეტა – ალექსი ფიცხელაური – 54%
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი – 70.1%
ყვარელი – გივი ზაუტაშვილი – 56.6%
სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი – 59,2%
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – 69,4%
საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი – 62,3%
რაც შეეხება თელავს, ეს საარჩევნო ოლქი ერთადერთია კახეთის რეგიონში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატებს ხმათა ძალიან მცირე სხვაობა აქვთ. გიორგი ბოტკოველს 46%, ხოლო ლევან ანდრიაშვილს ამომრჩვლის მიერ მიცემული ხმის 47% აქვს.
არჩევნების მეორე ტური კი, ჩატარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – ამ შემთხვევაში 30 ოქტომბერს.
აღნიშნული გადაცემა მომზადდა პროექტის „პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში და მხარდაჭერილია NDI-სა და USAID-ის მიერ. აღნიშნული გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.