არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

რამდენმა პარტიამ გადალახა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბარიერი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 3%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.

მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის თქმით, საკრებულოს მანდატები გადანაწილდა ,,ევროპული საქართველოს”, ,,ნაციონალური მოძრაობის”, პარტია ,,საქართველოსთვის” და ,,ქართული ოცნების” კანდიდატებზე.

მისივე თქმით, თუ რომელი პარტიიდან რამდენი კანდიდატი შეძლებს შესვლას საკრებულოში, ამაზე უახლოეს პერიოდში გახდება ინფორმაცია ცნობილი, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთვის მზადება მაია ჩუთლაშვილის განცხადებით, გურჯაანში შექმნილი 13 მჟორიტარული ოლქიდან ხმათა უმრავლესობა ყველგან ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მოიპოვეს და 40%-იანი ბარიერი გადალახეს.

მაჟორიტარული წესით გურჯაანის საკრებულოს წევრები გახდებიან მმართველი პარტიის შემდეგი კანდიდატები:

#1 მაჟორიტარული ოლქი- ნაირა სეხნიაშვილი

#2 მაჟორიტარული ოლქი-რამაზი უტიაშვილი

#3 მაჟორიტარული ოლქი-ლერი ჩხეტიანი

#4 მაჟორიტარული ოლქი- თეიმურაზ ქევხიშვილი

#5 მაჟორიტარული ოლქი-ლევან ხაზიური

#6 მაჟორიტარული ოლქი-ზაქარა შოშიაშვილი

#7 მაჟორიტარული ოლქი-ვლადიმერი მუსალბიშვილი

#8 მაჟორიტარული ოლქი-არჩილ ხანდამაშვილი

#9 მაჟორიტარული ოლქი-ვანო ბერიძიშვილი

#10 მაჟორიტარული ოლქი-ალექსანდრე ბასილაშვილი

#11 მაჟორიტარული ოლქი-გივი რამაზაშვილი

#12 მაჟორიტარული ოლქი-ვაჟა მამისაშვილი

#13 მაჟორიტარული ოლქი-ვანო ბურდიაშვილი

შეგახსნებთ, გურჯაანში წარდგენილი იყო მერობის ორი კანდიდატი. ,,ნაციონალური მოძრაობიდან” სერგი კაკალაშვილი, ,,ქართული ოცნებიდან” კი ზურაბ უტიაშვილი. 52 საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმების 60, 57% ზურაბ უტიაშვილმა მიიღო.