ახალი ამბები

თუ ექიმი ან ექთანი პენსიონერს დაარწმუნებს რომ აიცრას დამატებით 8 ლარს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კვირის ბოლომდე იგეგმება ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემის ამოქმედება.

მისი განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ თუ ექიმი ან ექთანი 60 წელს ზემოთ ადამიანს დაარწმუნებს, რომ აიცრას და მოქალაქე აიცრება, ის დამატებით ანაზღაურებას – პირველ და მეორე აცრაზე 8-8 ლარს მიიღებს.

“ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემა, პირველ რიგში, ითვალისწინებს იმას, რომ ოჯახის ექიმმა და ექთანმა ჩაატაროს კონსულტაცია და აუხსნას 60 წელს ზემოთ მოქალაქეს დეტალურად აუხსნას ვაქცინაციის სიკეთეები, გვერდითი მოვლენები და ა.შ. ამისთვის განსაზღვრული თანხა არის 20 ლარის ოდენობით, საიდანაც 80% უნდა მოხმარდეს ექიმის და ექთნის ანაზღაურებას, 20% კი შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს პირველი აცრის შემდეგ, მეორე აცრის შემდეგ კი მეორე 50%-ს”, -განაცხადა გაბუნიამ.