ახალი ამბები

ზემო ხოდაშენში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, დაზიანებული გზა მათ გადაადგილების პრობლემას უქმნით. მათივე განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით წვიმიანი ამინდების დროს მწვავდება.

“ამ პრობლემას რატომღაც ვერავინ ხედავს. სირცხვილია უკვე ამის ყურება და მშობლებთა დაუსრულებელი ,,ცურვა” რაზეც არავინ წუხდება და არ არის საშველი”,- განაცხადა ადგილობრივმა მაია კოპეშაძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ ბაღთან მისასვლელი გზა ახალი რეაბილიტირებულია და პრობლემა სავარაუდოდ ხშირმა ნალექმა გამოიწვია, რამაც გზა დააზიანა.

“ზემო ხოდაშენის ბაღი და ასევე გზაც არის ახალი რეაბილიტირებული, ეს მდგომარეობა გამოიწვია გადაუღებელმა წვიმებმა და ჩვენ, რა თქმა უნდა ამაზე გვექნება რეაგირება, ჩატარდება შესაბამისი სამუშოები”,- განაცხადა ვანო ნასყიდაშვილმა.