თელავში სასწარაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სასწარაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს ქუთაისისა და რუსთაველის ქუჩების წრიულ გადაკვეთაზე შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, ორივე სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, მგზავრები არ დაშავებულან.
ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.