კახეთში კორონავირუსის კიდევ 164 შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,327-ს მიაღწია.
არსებული ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ გამოვლენილია ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი.
ამ დრომდე რეგიონში მკურნალობის კურსს გადის 2,197 მოქალაქე, მათ შორის 2,002 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 167 კოვიდ კლინიკაში.
ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსს 29 პაციენტი ემსხვერპლა.