ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში ავტოავარიის შედეგად რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი და რამდენიმე მგზავრი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო- ჰოსპიტალსში” გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ.

თვითმხილველების თქმით,“TOYOTA PRIUS“-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.