,,ქართული ოცნებიდან” აფენში კენჭს ომარ შველიძე იყრის
ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი აცხადებს, რომ აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის 2 საარჩევნო უბანს, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბანს მოიცავს.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და დაინიშნა შუალედური არჩევნები.
საინიციატივო ჯგუფიდან არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, მათი რეგისტრაციის ვადა უკვე გავიდა. რაც შეეხება პარტიების წარმომადგენლებს, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ. აგვისტოს თვის მონაცემებით, ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
ფოტო:აიპრესი