სოფელ კისისხევში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თანხის შეგროვებას იწყებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ხანძრის შედეგად ადგილობრივის, გივი ზუროშვილის სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივების თქმით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მესაკუთრემ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად, ფეისბუქ გვერდის ,,კისისხევის” ორგანიზებით, თანხის შეგროვება იწყება.
,,დღის ბოლომდე გაიხსნება ანგარიში და გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე. კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ სიკეთისთვის,
ახლა ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდება ამ ოჯახს”,– წერია აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფოტ: გვერდი ,,კისისხევი”