16-19 ნოემბერს კახეთში ტემპერატურის კლება და თოვლჭყაპია მოსალოდნელი
16-19 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს.
კახეთში ტემპერატურა +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს, 19 ნოემბერს კი შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს.