თელავის სასამართლოში შმაგი მუთოშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
თელავის რაიონულ სასამართლოში შმაგი მუთოშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის შუამდგიმლობა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობის ცნობასთან დაკავშირებით და მუთოშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და გამოძიების მასალები არსებითი განხილვისათვის გადაიგზავნა.
მუთოშვილი 2019 წელს პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა. მას ბრალი წარდგენილი აქვს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარებისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.
შმაგი მუთოშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შმაგი მუთოშვილის საქმეზე არსებითი განხილვა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.