სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე დაიღუპა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მსხვერპლით დასრულდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თამაშრომელი გელა მელიქიძე, ცეცხლის ქრობის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა.
მეხანძრე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გელა მელიქიძე სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.