სოფელ ყარაჯალაში სახლი იწვის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად, სამი სახანძრო მანქანა მუშაობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მცხოვრები 5 პირიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლი შენობის დიდ ფართობზეა გავრცელებული, რის გამოც საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.