სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სავარაუდოდ თანასოფლელმა მიაყენა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები მომხდარს წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით, მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და ის რამდენიმე დღის წინ სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილიადა მისი სამძშებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი