ბაკურციხეში მიკროავტობუსი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის პირას მდებარე სახლის ეზოში შევარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.შემთხვევის შედეგად ეზოში არავინ იმყოფებოდა, გადარჩა ავტომობილის ორივე მგზავრიც.ადგილზე საპატრულო და სასწრაფი დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.