ბაკურციხის ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კოვიდ- 19- ის შემთხვევის გამო, ორგანოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში თვითიზოლაციაში გადავიდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიული ორგანო დისტანციურად იმუშავებს. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა კონტატების შესწავლის შედეგად მიიღეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსის შემთხვევების რამდენიმე ერთეულით ზრდა ფიქსირდება.