ვიდეორეპორტაჟი

თელავის თეატრი პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველ პრემიერას გამართავს

პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებიდან გამომდინარე თელავის თეატრის ფუნქციონირება დროებით შეჩერებული იყო.

პირველი პრემიერა თეატრში 2 და 3 აპრილს გაიმართება. მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლი “როცა ძალიან მოგენატრები” მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი და თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე.

თეატრში მაყურებელი დაიშვება არსებული რეგულაციების დაცვით.