ყარაჯალაში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს.
ადგილობრივები განთიადისას სოფლის ცენტრში მდებარე მეჩეთში შეიკრიბნენ, ლოცვას დაესწრნენ და ერთმანეთს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
მუსლიმები დღეს ყველა შეჭირვებულს უმასპინძლებენ და ძღვენს გასცემენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *