კახეთში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტი დაიწყო
კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტავენ, რომ ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება.
,,პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
დაინტერესებულ ფერმერებს, რომელთაც აქვთ ქარსაფარი ზოლის გაშენების სურვილი მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთთან დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის კოორდინატორთან (ქეთი წერეთელი: 577 56 96 56).
ზემოაღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მეშვეობით სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში”,- განაცხადეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.