კახეთში ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ – ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა, ერთ-ერთ კომპანიაზე განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.