კახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 115- მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადებულები ბინაზე მკურნალობენ.
,,დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულები დატოვებული არიან ბინაზე სამკურნალოდ, შემდგომი ტაქტიკის მოლოდინის რეჟიმში. მძიმე პაციენტი კახეთიდან არცერთი არ არის და არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა. მატნის კლასტერის 19 შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 18, ხოლო ლაგოდეხის სამი კლასტერიდან, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეისათვის კორონავირუსის შემთხვევებიდან ახმეტაში- 19, გურჯაანში- 16, დედოფლისწყაროში- 4, ყვარელში- 24, სიღნაღში- 18, ლაგოდეხში- 21 და თელავში 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.