გახარია წადი – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ფლაერები თელავშიც დაარიგეს
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა თელავის ქუჩებში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის შემცველი ფლაერები დაარიგეს.
აქციის ორგანიზატორი, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შერვაშიძე აცხადებს, რომ თელავი უერთდება საერთო კამპანიას, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ტარდება.
,,თბილიში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქში მცირე რაოდენობის ფლაერები დაარიგეს. აქციას ჩვენც შევუერთდით და დავარიგეთ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის შემცველი ფლაერები”,- განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე ერთ- ერთია, ვინც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.