ახალი ამბები

თელავის მოსახლეობა ელექტროენერგიაზე მოსულ მაღალ გადასახადს პროტესტებს

თელავში მცხოვრები მოსახლეობა გაორმაგებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებს.
მათი თქმით, მთავრობის მიერ გადასახადების სუბსიდირების შემდეგ კომუნალური გადასახადები ხელოვნურად არის გაზრდილი.

“ჩვენს 20 ლარზე მეტი დენი არასდროს დაგვიწვავს, ამ სუბსიდირების შემდეგ კი 80 ლარი მოგვივიდა გადასახადი. ვისთან უნდა მივიდე, რომ მოვაგვარო ეს პრობლემა არ ვიცი. ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას”,– აცხადებენ knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრებლები.

მათივე თქმით, მსგავს პრობლემაზე ბევრი ადგილობრივი საუბრობს.