სოფელ ბოდბისხევში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაინგრა სახლის ერთი ნაწილი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.