„ჯეო ჰოსპიტალსი“ საგარეჯოში PCR ლაბორატორიას გახსნის
„ჯეო ჰოსპიტალსი“ საგარეჯოში PCR ლაბორატორიას გახსნის.
„შპს ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, აღნიშნა, კლინიკა ამ სიახლით მთელ ქსელს მოემსახურება. მისივე თქმით, საგარეჯოში, მათ ბაზაზე, ჩამოყალიბდა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში.
,,ლაბორატორია აღიჭურვა და სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლის ეფექტური სისტემის ამოქმედების მიმართულებით. აღნიშნული ლაბორატორიის ფარგლებში შესაძლებელია პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდებაც”, – განაცხადა ქიტოშვილმა.