ახალი ამბები

კაჭრეთის კოლეჯ ,,აისში” მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისში“ მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელეკომპანია ,,გურჯაანის” ინფორმაციით, ქალბატონი 60 წლამდე ასაკისაა. ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. კოლეჯის დირექციის ინფორმაციით, ინფიცირებული 16 ოქტომბრის შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა.

knews.ge არკვევს დეტალებს და ახალ ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.