კოლეჯ ,,აისში” დაინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 5 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა
გურჯაანის მუნციიპალიტეტში, სოფელ კაჭრეთის კოლეჯ ,,აისში” კორონავირუსის დაფიქსირების გამო ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ვირუსი 60 წლამდე ქალს დაუდგინდა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში მზარეულად მუშაობდა.
კოლეჯის დირექტორის, მალხაზ ასლამაზაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირს მხოლოდ ხუთ ადამიანთან ჰქონდა შეხება და მას მოსწავლეებთან ან სხვა პერსონალთან კონტაქტი არ ჰქონია.
,,აღნიშნული პირი ბოლო 6 დღე სამსახურში არ ყოფილა. ის ადგილობრივია და მხოლოდ 5 პირთან ჰქონდა შეხება. ეპიდემიოლოგებმა აიღეს კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუშები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. გარდა ამისა, დაწესებულებაში სადეზინფეციო სამუშაოებიც ჩატარებულია. გვაქვს მასთან სატელეფონო კონტაქტი. იგი თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ მომატებილი ტემპერატურა ჰქონდა”,- განაცხადა მალხაზ ასლამაზაშვილმა.
მისი თქმით, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირების პასუხებს ელოდებიან და მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ფორმით გააგრძელებს დაწესებულება მუშაობას.