ახალი ამბები

რას ფიქრობენ თელავში დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებზე

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ისინი ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას აცნობენ და მხარდაჭერისკენ  მოუწოდებენ.

რას ფიქრობენ თელავში დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებზე ამომრჩევლები, knews.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა.

“პენსიების ზრდა, ჯანდაცვის პრობლემები, ყველას ერთი და იგივე პროგრამა აქვს. ძალიან ცუდია ეს, რადგან მოსახლეობა ელოდება ახალ შეთავაზებებს კანდიდატებისგან, ” – განუხადა knews.ge-ს თელავის მკვიდრმა ლეილა ყურაშიძემ.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი