სოფელ ვარდისუბნის ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შუახნის ქალბატონს, რომელიც ბაღში დიასახლისად მუშაობს ვირუსი დღეს დილით დაუდგინდა.
ინფიცირების წყარო უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა თანამშრომელი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მათ უკვე გაიარეს ტესტირება.
ამ დროისთვის არც ერთ თანამშრომელს, ვირუსისათვის დამახასიათებელი სინმტომი არ აღენიშნება.