გახარია- შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვალზე ადრე არ განიხილება
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე არ განიხილება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში იყოს მდგრადი, შესაძლებელია განხილულ იყოს 1 თებერვლიდან, უფრო ადრე ეს ყველაფერი რისკის ქვეშ აყენებს იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ ამავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შეზღუდვებში არაფერი იცვლება და „არანაირი სრული ლოქდაუნი არ იქნება“.