კახეთის რეგიონში კორონავირუსის 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთ რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი 254-ით გაიზარდა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 44 ადამიანი.
კახეთის რეგიონში ვირუსის 6 982 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვლილია 45 ადამიანი.