კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში ვირუსით 45 ადამიანია გარდაცვლილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბრის მდგომარეობით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 982-ს შეადგენს.
,,აღნიშნული რაოდენობა მუნიციპალიტეტებზე ასე ნაწილდება: ახმეტა -515, გურჯაანი -1479, დედოფლისწყარო -541, თელავი -1697, ლაგოდეხი – 904, საგარეჯო -821, სიღნაღი-427 და ყვარელი -598. რეგიონში ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას არის 3 273, მათ შორის 3 078 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 10 პირი კოვიდ სასტუმროში, 185 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 3664 გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა”,- განახცადა ნელი ხიზანიშვილმა.