პირველი ბლოკ-პოსტი თელავთან
თელავში შემომსვლელი და ქალაქიდან გამსვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგი დაიწყეს – ფოტორეპორტაჟი
თელავში, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ ბლოკ-პოსტზე, შემომსვლელი და ქალაქიდან გამსვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგი უკვე დაიწყეს. ბლოკ-პოსტზე მობილიზებულები არიან სამხედრო ექიმები და სამართალდამცავები.
შუამთის ბლოკ-პოსტზე დღეს იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ თელავში დანარჩენ სამ ლოკაციაზე საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობა კომენდანტის საათის გამოცხადებამდე დასრულდება.
ნახეთ ჩვენი სპეციალური ფოტო რეპორტაჟი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი