ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით 87 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 113-ე პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი ახმეტიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

გასულ 12 საათში რეგიონში ვირუსით დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად მონაცემები 11 600- მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 180 პირი.

მათ შორის 124 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 56 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. ჯამში 11 307 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი კი გარდაიცვალა.