თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა 1-ელი აპრილიდან იქნება დაშვებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა 1-ელი აპრილიდან იქნება დაშვებული.
როგორც ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, 15 მარტიდან კი განახლდება სასკოლო წრეები.
„სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმინობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით 1-ელი აპრილიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.