კახეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ OPEL-ის მარკის მანქანას დაეჯახა.
შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.