ბოდბისხევის ბაზარი 25 ოქტომბერს გაიხსნება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში საკვირაო ბაზრის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაზარი 25 ოქტომბერს გაიხსნება.
,,აღსანიშნავია, რომ გახსნის პირველ კვირა დღეს მოვაჭრეები გადასახადს არ გადაიხდიან. ბოდბისხევის ახალი საკვირაო ბაზარი უკვე არსებული, ტრადიციული ბაზრის ადგილზე ახალი რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისად შენდება, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
25 ოქტომბრიდან როგორც ადგილობრივ, ასევე, სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.