სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სიღნაღში 25 პროექტი განხორციელდება
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ოცდახუთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
პროექტების განხორციელებისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება. საკრებულოში აცხადებენ, რომ პროექტები ეხება გარე განათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონების, გარე განათებისა და ღია ტრენაჟორები მოწყობას, წყლის სისტემის რეაბილიტაციას, სასაფლაოების შემოღობვას და ა.შ.
სოფლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეწყდა, თუმცა 2019 წელს აღდგა. პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი