ახალი ამბები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში 61 პროექტი განხორციელდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 პროექტი განხორციელდება.

საკრებულომ პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა, რომლებიც ეხება სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობას.

საკრებულოში აცხადებენ, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 930 000 ლარი დაიხარჯება.

,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის 67 კრება ჩატარდა”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ.