სოფელ მატანში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესი გადაიდო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ სოფელ მატანის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს ლაბორატორიულად Covid 19 დაუდასტურდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნელი ხიზანიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს როდის განახლდება სწავლა.
“დაინფიცირებული ოჯახიდან 10 თვის ბავშვსა და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის. ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ ქალბატონის კონტაქტები, მათ შორის მასწავლებლები და სკოლის დირექტორიც. ველოდებით ტესტის პასუხებს“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
ამ დროისთვის რეგიონში სამი კლასტერია.
ლაგოდეხში, ველისციხესა და მატანში ეპიდემიოლოგთა ჯგუფები მუშაობენ.