გურჯაანის საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსის დაუდასტურდა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, ბაღში ეპიდემიოლოგებმა შესაბამისი სამუშაოები უკვე გაატარეს და სააღმზრდელო დაწესებულება მუშაობას განაგრძობს.
,,აღნიშნული თანამშრომელი ბაღის გახსნის დღეს მოვიდა და ამის შემდეგ, უხელფასო შვებულებაში გავიდა. თანამშრომლებთან და აღსაზრდელებთან შეხება არ ჰქონია. როგორც ვიცი, წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული. ამ დროისთვის მუშაობას ვაგრძელებთ”,- განაცხადა თევდორაშვილმა.
ეპიდემილოგებმა ბაღის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. თავად ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.