კაჭრეთში სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.
,,სოფელ კაჭრეთში რამდენიმე დღეა დაიწყო აღნიშნული სამუშაოები და აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში მოხდა თანხის გამოყოფა და სამუშაოების დაწყება, რისი პირობაც მოსახლობას სტიქიის მოსვლის დღეს მივეცით. ახლა, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადაში და რა თქმა უნდა ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
30 აპრილს მოსული სტიქიის შედეგად, სოფელ კაჭრეთში 201 საცხოვრებელი სახლის, მათ შორის 4 მრავალბინიანი კორპუსის, სახურავი დაზიანდა, რომელთა რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარი გამოიყო.