ახალი ამბები

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
საწვავის ფასი 3 ლარიან ნიშნულს გადასცდა და მთელ რიგ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე პრემიუმის ხარისხის ბენზინის ღირებულებამ – 3.02 ლარი, ზოგან კი 3.10 ლარი შეადგინა.
საწვავის იმპორტიორები, ბენზინის ფასის ზრდის მიზეზად მსოფლიოში ნავთობის გაძვირებას და ლარის კურსის დაცემას ასახელებენ. საწვავის ფასის დარეგულირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, პირიქით გაძვირებასაც პროგნოზირებენ და არსებული საერთაშორისო ფასების პირობებში საქართველოში საწვავი – წლის დასაწყისიდან 5-10 თეთრით გაძვირდა. ჯამში კი, 60-65 თეთრით გაძვირდება.