ირაკლი სესიაშვილს პარლამენტში გელა სამხარაული შეცვლის
პარლამენტის წევრს, ირაკლი სესიაშვილს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გელა სამხარაული შეცვლის.
მას შემდეგ, რაც სესიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება, მის ნაცვლად პარლამენტში სამხარაული შევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.