პროექტ ,,სიცოცხლის ელჩების” გამარჯვებულები თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები გახდნენ
პროექტ “სიცოცხლის ელჩების” ნომინაციაში ,,წლის გუნდი 2019” გამარჯვებულები “თელავის რეფერალური ჰოსპიტლის” 7 ექიმი გახდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გამარჯვებულები არიან ექიმები: გურამ ძამუნაშვილი, ლევან მებზევიშვილი, ჯაბა თალაკვაძე, დარინე მაჭავარიანი, მარიამ ქართლელიშვილი, ნიკა რთველიაშვილი და კონსტანტინე გვალია.
პროექტი „სიცოცხლის ელჩები“ ითვალისწინებს ქსელის მასშტაბით საინტერესო და გამორჩეული სამედიცინო შემთხვევების გამოვლენას, სამედიცინო პერსონალის დაფასებასა და დაჯილდოებას 8 სხვადასხვა ნომინაციურ კატეგორიაში.