ახალი ამბები

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის კახეთში, მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
სამუშაო პროცესი აღდგა სასწავლო დაწესებულებებშიც. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 11 მაისს მიიღეს.
ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სხვა რეგულაციებთან ერთად, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედებაც, რომლის დროსაც 21:00- 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.