კახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან კახეთში 17 დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს.