სიღნაღში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანი” ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.
,,ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ამოქმედებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია.
სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.