ახალი ამბები

ალალი” ალუბლის, ბროწეულის და პომიდვრის წვენების წარმოებას იწყებს

თელავში მოქმედი ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აჩინებული“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ წლის ბოლომდე „ალალის“ წვენებს ალუბლის, ბროწეულის და პომიდვრის სახეობებიც დაემატება.

“ალალის“ წვენები არის ქართული ხილისგან დამზადებული პროდუქტი.
წვენები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ფასები 4,5 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს.

ჩვენ ვერც კორონავირუსმა შეგვაფერხა. მარტში ექსპორტზეც გავედით აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ლიეტუვა, ბელორუსია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ისრაელი”, – აცხადებენ კომპანიაში.

ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ბაზარზე ოპერირება 2019 წელს დაიწყო და წლის განმავლობაში 400 ტონა ხილი გადაამუშავა.